12/28/2011

საქართველოს კურსი ატლანტიკური ინტეგრაციისკენ - დამოკიდებულებები მიზანსა და მიზნის მიღწევის საშუალებებზე


ნაშრომი  ეხება ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომში ნატო) საქართველოს ინტეგრაციის საკითხს. ის იკვლევს სტუდენტების დამოკიდებულებას ერთი მხრივ, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისადმი და მეორე მხრივ, მათ დამოკიდებულებას დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. კვლევის მიზანია გამოკვეთოს კავშირი ამ ორ ცვლადს შორის და დაადგინოს, თუ როგორ აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისადმი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი განწყობაზე.
    კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდოლოგიის გამოყენებით და კითხვარების მეშვეობით გამოკითხულ იქნა მიზნობრივი აუდიტორია – საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მოძღვრებები 30 სტუდენტი.
    კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტების უმეტესი ნაწილი მომხრეა საქართველოს პროდასავრული კურსისა და მისი ნატოში ინტეგრაციისა. მათი 83%–ის აზრით, საქართველო უნდა იყოს პროდასავლური ქვეყანა, ხოლო 90% თვლის, რომ ის უნდა გაწევრიანდეს ნატოში. ამის პარალელურად სტუდენტებს არასწორად მიაჩნიათ ხელისუფლების ქმედებები ამ მიზნის მისაღწევად და  ნეგატიურად არიან განწყობილნი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ – საშუალოდ, მის მიმართ ნდობის დაბალი ხარისხი აქვს სტუდენტების 45%–ს.  თუმცა, მათი 47% ასევე იწონებს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ნატოში ინტეგრაციას  პრიორიტეტულ მიზნად ასახელებს.
   ამ მონაცემების საფუძველზე მართლდება ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ხელისუფლებისადმი ოპოზიციური განწყობის მიუხედავად საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაცია მისაღებია, მაგრამ ეს ოპოზიციური განწყობა გამოიხატება იმ გზებისადმი დამოკიდებულებაში, რასაც ხელისუფლება ნატოში გასაწევრიანებლად იყენებს.

No comments:

Post a Comment