
ჰიპოთეზის გამამყარებელ
არგუმენტად, ერთი მხრივ, აღწერილია აგვისტოს ომის დროს პიკს მიღწეული ეკონომიკური კრიზისი
რუსეთში და მასთან დაკავშირებულია რუსულ - თურქმენულ - უკრაინული ენერგოურთიერთიერთობების
თავისებურებები; მეორე მხრივ, კი ნაჩვენებია უკრაინა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა
აგვისტოს ომის დროს და მისგან გამომდინარე რუსული მხარის აგრესიული დამოკიდებულება უკრაინის მიმართ.
გაზის კონფლიქტის უკან
პოლიტიკური მიზეზების არსებობის დასამტკიცებლად კვლევაში საჭირო ხდება რუსეთის პილიტიკის
წარმართვაში გაზპრომის როლის განსაზღვრა. იგულისხმება მისი პროსამთავრობო ხასიათის
ჩვენება.
ნაშრომში ქეისის თეორიული
კუთხით მიმოხილვა ხდება რობერტ კიოჰეინისა და ჯოზეფ ნაის კომპლექსური ურთერთდამოკიდებულების
თეორიის მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს გარკვეული კანონზომიერებები
კონფლიქტის როგორც უშუალოდ მიმდინარეობის აღწერის, ისე გამომწვევი ფაქტორების დასახელების
დროს.
No comments:
Post a Comment