
დიმიტრი სულ რაღაც 8 წლისაა. ომის კადრები, ცოცხლად ნანახი მის გონებაში დღემდეა შემორჩენილი. ის მშობლებთან ერთად კოსტავას გამაზირზე, ყოფილი გამომცემლობის შენობაში ცხოვრობს. დადის სკოლაში, თამაშობს მეგობრებთან ერთად, ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმით, თუმცა, ის ომის შვილია... დიმიტრი კოდორის ხეობიდანაა დევნილი...
დიმიტრი: ”გადმოსვლის დროს ვუყურებდი, როგორ მიდიოდნენ ტანკები. ერთი ბავშვი ვნახე, რომელიც ყვიროდა და ეძებდა დედას, რომელიც თურმე მოუკლეს. მახ

თუ როგორ აღიბეჭდება კონფლიქტური სიტუაცია, ზოგადად, კი ომი ბავშვის ფსიქოლოგიაზე და რა გავლენას ტოვებს ის მცირეწლოვანის მეხსიერებაზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით ბავშვთა კლინიკურ ფსიქოლოგს ნატა მეფარიშვილს ვესაუბრე:
“ომგამოვლილი ბავშვების ფსიქოლოგია პრობლემურია, ვინაიდან ისინი არიან ადგილნაცვალი ადამიანები, რომელთაც თავიანთი საცხოვრებელი ადგილი და ყოფითი პირობები იძულებით დატოვეს და უწევთ აბსოლუტურად ახალ, ნაკლებად კომფორტულ გარემოში ცხოვრება. ამას თან ერთვის ახლობელი ადამიანების დაკარგვით გამო

დიმიტრის მშობლები იხსენებენ, რომ ბავშვს თბილისში ცხოვრების საწყის ეტაპზე ძალიან უჭირდა, იყო ჩაკეტილი და უკონტაქტო. თუმცა დროთა განმავლობაში გარემოს შეეჩვია, გაიჩინა მეგობრები და გახდა აქტიური. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დიმიტრიმ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს და ცდილობენ მას რთული დროის გახსენების საშუალება არ მისცენ.
ომგამოვლილი ბავშვების ფსიქოლოგიურ-მორალური რეაბილიტაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც. საწყის ეტაპზე მათთან აქტიურად მუშაობდნენ ფსიქოლოგები, რომელთა დახმარებითაც ბავშვები ნახატების სახით გადმოსცემდნენ თავიანთ ემოციებს. ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მათ რამდენჯერმე ესტუმრნენ თეატრისა და კინოს მსახიობები, გამართეს წარმოდგენები, სადაც ბავშვებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ამას გარდა, ზაფხულში ისინი სხვადასხვა კურორტებზეც დაასვენეს.
ალბათ გაივლის დრო, ის დრო რომელიც ომის შვილების ფსიქოლოგიას შეცვლის, რომელიც მათ მწარე წარსულს დაავიწყებს და დრო, რომელიც მათ მშვიდობიანად ცხოვრების საშუალებას მისცემს.
დიმიტრის კი დღემდე ახსოვს, დღემდე ესიზმრება და დღემდე ენატრება.
No comments:
Post a Comment