2006 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა, რომლის ფარგლებშიც პროკურორები მათთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ. ამ საქმის მიხედვით მათ უკვე ბრალი ედებათ 200 მილიონ ტონა ნავთობის დატაცებაში, უკანონოდ გამომუშავებული თანხის მითვისებასა და 3 მილიარდ რუსულ რუბლად ღირებული აღმოსავლური ნავთობის კომპანიის 38 პროცენტიანი აქციების პაკეტის მისაკუთრებაში.
ე.წ. „იუკოსის“ საქმე, ბოლო წლებში რუსეთში არსებულ საქმეთაგან ერთ–ერთი ყველაზე ხმამაღალია. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ მომენტში ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა მთელ რიგ ეკონომიკურ დანაშაულში დაადანაშაულეს. შედეგად „იუკოსი“ გაკოტრდა, მისი აქტივები კი სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ გადაეცა. დასავლეთი დღემდე მიიჩნევს, რომ „იუკოსის“ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს.
2010 წლის
30 დეკემბერს ხადარკოვსკისა და ლებედევს 13.5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასჯელის ათვლა კი 2003 წლიდან მოხდება, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულები დააპატიმრეს.
Ø
დასავლეთის
რეაქცია
ხადარკოვსკის
დაპატიმრებას მოჰყვა დასავლეთის მხრიდან მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება. შეერთებული
შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხადარკოვსკის წინააღმდეგ წაყენებული
მსგავსი მძიმე სასჯელი გაართულებს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში
(wto), ვინაიდან ესაა ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. „მსოფლიოს
მრავალი ქვეყანა აღიარებს, რომ გამოტანილ ვერდიქტში ნაკლებად იყო გათვალისწინებული
კანონის უზენაესობა. ეს კი სერიოზულად იმოქმედებს რუსეთის რეპუტაციაზე“, – ნათქვამია
განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა გააკეთა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის
თქმით კი,
რუსეთის სასამართლო პროცესი
უარყოფით გავლენას
ახდენს ქვეყნის
რეპუტაციაზე ადამიანის
უფლებების დაცვისა
და საინვესტიციო
კლიმატის გაუმჯობესების
კუთხით.
შეერთებული
შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ ტონერი სინანულს გამოთქვამს სასამართლო პროცესის მსვლელობისას დაფიქსირებული
სერიოზული დარღვევების გამო და რუსულ სასამართლოს უფლებების ბოროტად გამოყენებაში სდებს
ბრალს.
თუმცა, კრიტიკის
პარალელურად მარკ ტონერმა განაცხადა, რომ არსებობს სფეროები, რაშიც ამერიკა რუსეთის
აზრები იყოფა და არსებობს საკითხები, რაშიც ისინი თანხმდებიან. მაგალითად მას მოჰყავს
ორ ქვეყანას შორის დადებული სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირებასთან დაკავშირებული
შეთანხმება. ხადარკოვსკის საქმეს ხელი არ შეუშლია ამერიკის სენატისთვის მოეხდინა აღნიშნული
შეთანხმების რატიფიცირება.
სასამართლოს
მიერ გამოტანილ მკაცრ სასჯელთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირეს ევროპელმა ლიდერებმაც:
ანგელა მერკელი (გერმანიის კანცლერი):
„ისეთი შთაბეჭდილება იმქნება, რომ განაჩენის გამოტანაში დიდი როლი პოლიტიკურმა მოტივებმა
ითამაშა. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ხელისუფლების განზრახვას სახელმწიფოებრიობა კანონის
უზენასობაზე დაამყაროს.“
ბრიტანეთის
საგარეო საქმეთა მინისტრიმა უილიამ ჰეიგმა
რუსეთს კანონმდებლობის პატივისცემისკენ და
მისით მიუკერძოებლად და პროპორციულად სარგებლობისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ამის
გარეშე, როგორც დიდი ბრიტანეთი, ისე დანარჩენი ქვეყნები მგავს პროცესებს განიხილავენ,
როგორც სახელმწიფოსთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს.
საფრანგეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსულ მხარეს საერთო ფასეულობების ერთგულებისკენ
მოუწოდა, რაშიც იგულისხმა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლების პატივისცემა.
ევროპარლამენტის
პრეზიდენტმა ერჟი ბუზეკმა ხადარკოვსკის
საქმის მაგალითზე კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა თანამედროვე
რუსეთში „ლაკმუსის ქაღალდს“ შეადარა.
Human Rights Watch–ის პოზიცია: „ხადარკოსკისა და ლებედევის წინააღმდეგ
აღძრული კრიმინალური საქმე ხაზს უსვამს საქმის პოლიტიკურ სარჩულს და რუსეთის სასამართლო
სისტემაში არსებულ ღრმა პრობლემებს.“
გავრცელდა
ასევე საქმისადმი ევროპარლამენტის დამოკიდებულებაც.
აღნიშნული ორგანიზაცია აპირებს შექმნას ე.წ. „ხადარკოვსკის სია“, სადაც შეიყვანენ ყველა
იმ ჩინოვნიკს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ხადარკოვსკის საქმესთან, რის შედეგადაც მათ
დაუწესდებათ სავიზო და ეკონომიკური სანქციები. ევროპარლამენტის დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის
კომიტეტის წევრი კრისტინა ოიულანდი აცხადებს,
რომ აღნიშნული სია ჯერჯერობით არ არსებობს. ამისთვის საჭიროა „იუკოსის საქმის“ დეტალური
ანალიზი. მისი თქმით, ევროპა უკან არ დაიხევს იმისთვის, რომ რუსეთში პატივი სცენ ადამიანი
უფლებებს. „ხადარკოვსკის სიაში“ უპირველეს ყოვლისა შევლენ მთავრობის პირველი პირები
– პრემიერი ვლადიმირ პუტინი და ვიცე–პრემიერი
იგორ სეჩინი. გარდა ამისა, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლე ვიკტორ დანილკინი.
ამ პირებს შესაძლოა აეკრძალოთ ევროპის ქვეყნებში შესვლა და გაეყინოთ საბანკო ანგარიშები
დასავლეთის ქვეყნებში.
ხადარკოვსკის
საქმესთან რუსეთის მთავრობის კავშირებთან დაკავშირებით პრეტენზიები მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა
გამოთქვეს, თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ მოუწოდა „არ ჩაერიონ სხვის
საქმეში“.
Ø
უცხოური
პრესა ხადარკოვსკის საქმეზე
გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post წერს, რომ ხადარკოვსკის საქმემ შეიძლება უარყოფითად
იმოქმედოს კრემლისა და თეთრი სახლის ურთიერთობებზე იმ მხრივ, რომ ისინი რუსეთს დამოუკიდებელი
სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ მოუწოდებენ. ხადარკოვსკის საქმე
ხელს უშლის ამერიკის კონგრესის სურვილის მოხსნას რუსეთთან ცივი ომის დროინდელი სავაჭრო
სანქციები და ასევე გავლენას ახდენს რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების პროცესზე.
The Washington Post წერს ასევე პუტინის კავშირების შესახებ აღნიშნულ საქმესთან
და ხაზს უსვამს პუტინის ხადარკოვსკისადმი მტრულ განწყობილებას. გამოცემა იუწყება, რომ
პუტინმა, რომელმაც დიდი შანსია კენჭი იყაროს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხადარკოვსკი
ციხეში გაუშვა იმ მიზნით, რომ ფინანსური დახმარება არ გაუწიოს თავის ოპოზიციას და ამგვარად
თითქოს გააუნებელყოფა გარკვეული სახის გამოწვევის საფრთხე.
ხადარკოვსკის
საქმის პოლიტიკურ მოტივებზე წერს ასევე New
York Times და Guardian. ორივე მათგანი
ოლიგარქის დაპატიმრების მთავარ პოლიტიკურ მიზეზად 2012 წლის საპრეზიდენტო
არჩევნებისადმი პუტინის შიშს მიიჩნევს და წერს, რომ ხადარკოვსკის სახით მან მნიშვნელოვანი
ოპოზიციური პოლიტიკური ძალის შემქმნელი მოიშორა.
გამოცემები
ასევე ხაზს უსვამენ აღიშნული ფაქტის გამო მედვედევის რეიტინგის დაცემასაც. New York Times ხადარკოვსკის საქმეს მიიჩნევს,
როგორც მედვედევის უსუსურობის სიმბოლოს.
იგულისხმება მისი დაპირების – ქვეყნის სამართლებრივი სისტემის აღორძინების – შესრულების
უუნარობა. Washington Post კი აქვეყნებს ლეონ არონის (director of Russian Studies at
the American Enterprise Institute)
კომენტარებს, რომელიც ამბობს, რომ მედვედევისადმი, როგორც დემოკრატიული კურსის დამპირებლისადმი,
ნდობა დაიკარგა, ვინაიდან ხადარკოვსკის ციხეში ყოფნით ისედაც სუსტი ოპოზიცია უფრო დასუსტდება.
უცხორუმა
გამოცემებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე ხადარკოვსკის საქმისადმი რუსული მედიის დამოკიდებულებაზე.
გამოცემები წერენ, რომ რუსული მედია ყველანაირად ეცადა უკანა პლანზე გადაეწია ეს საკითხი
და დღის მთავარ საინფორმაციო მოვლენად სულ სხვა საკითხებს აშუქებდნენ.
გარდა ამისა,
ხადარკოვსკის საქმე მათ მიერ მიჩნეულ იქნა როგორც პრემიერ პუტინის გამარჯვება პრეზიდენტ
მედვედევზე. ამ სახის პოლიტიზირებული განაჩენით მოხდა მედვედევის განზრახვის – რუსული
სასამართლო სისტემის გამოცოცხლების – ჩაშლა.
Ø
რუსული
ოპოზიციის რეაქცია
ბორის ნემცოვი (პარტია „სოლიდარობა“): „ხადარკოვსკისა
და ლებედევისადმი გამოტანილი განაჩენი ხაზს უსვამს ყველანაირ საუბარს მოდერნიზაციაზე.“
სერგეი ივანენკო (პარტია „იაბლოკო“): „საბრალდებო
განაჩენი არის შესაბამისი იმ სისტემისა, რაც ქვეყანაშია. რეალობასა და განაჩენს შორის
არსებული უზუსტობები უკვე აშკარა ხდება ხალხის დიდი მასებისთვის.“
ოპოზიციური
პარტიების სხვა წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა
და რომ აღნიშნული განაჩენი იქონიებს ნეგატიურ გავლენას რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკური
მოვლენების განვითარებაზე. ხადარკოვსკის დაპატიმრებისადმი პროტესტი მათ 16 იანვარს
გამართულ ოპოზიციურ აქციაზეც გამოხატეს.

No comments:
Post a Comment